„ეს არის თქვენი სინაგვე, მე ვერ მცნობთ, ბოკერიას ხომ ცნობთ“- სოსო რობაქიძე პარლამენთან მივიდა

09:42 12-12-2019
1011

პარლამენტის წინ აქციაზე მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მივიდა.

„ეს არის თქვენი სინაგვე რომ მე ვერ მცნობთ, ბოკერიას ხომ სცნობთ“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მისი თქმით, ეს უნდა იყოს ბოლო წელი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში არის.

„მოვიტანე სურათები. მოსამართლეების მამები ყველა აქ არიან. ამათ არ აქვთ უფლება გაპროტესტების, ეს უნდა გააპროტესტოს ჩვენნაირმა ხალხმა.

მე რომ ადამიანი მეუბნება აქ რა გინდაო, არ არის ახლა ტუტუცი? ვაშაძეს რა უნდა აქ, ბოკერიას რა უნდა აქ?

ვეუბნები ოცნებას ეს უნდა იყოს ბოლო წელი ,რომ ნაცები საერთოდ უნდა გაქრნენ პოლიტიკაიდან, თორემ მთელი ხალხი დავდგებით“,- განაცხადა რობაქიძემ.