(+18) შემზარავი ვიდეო: რუსთავი-თბილისის გზაზე ტრაილერი ამოტრიალდა, დაიხოცა 100-ზე მეტი ცხვარი

20:49 12-05-2019
464

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, რესტორან მარაბდასთან.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

ტრაილერს ცხვრები გადაჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 100-ზე მეტი ცხვარი დაიხოცა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.