იღუმენია მონტაჟის კურსებს გადის - პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს

20:21 12-05-2019
1560

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი და საპატრიარქოს ტელევიზიის ყოფილი დირექტორი საინფორმაციო ვებგვერდს ქმნის, რომლითაც საპატრიარქოს მხილებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

პეტრე ცაავას თქმით, მასალები წინასწარაც დამონტაჟდება, რაშიც პეტრე ცაავას ეპქრქიიდან მასთან ერთად წამოსული იღუმენია თამარ გამყრელიძე დაეხმარება. ამჟამად იღუმენია მონტაჟის კურსებს გადის.

„ჯერ ყველაფერი იდეის დონეზეა“,- აღნიშნავს პეტრე ცაავა და გამოცემის დაფუძნების ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებს.