როგორ ავუხსნათ ეს ყველაფერი პაციენტის ოჯახს - ექიმები 520-ე დადგენილების შეჩერებას ითხოვენ

12:41 12-05-2019
577

21 ნოემბერს ამოქმედებული 520-ე დადგენილება უკვე რამდენიმე კვირაა ექიმებისა და კლინიკების მფლობელთა უკმაყოფილების მიზეზია.

ახალი წესი ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას.

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა და დარგობრივმა ასოციაციებმა ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილით მიმართეს:

როგორ წერილში აღნიშნავდნენ, მომსახურებებზე გაწერილი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ასევე, არ არის გათვალისწინებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორიც. სფეროს წარმომადგენლები გადაწყვეტილების 6 თვით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას ითხოვენ, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს.

21 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ღია წერილს ასევე საჯარო განმარტებით უპასუხა. რომ: „ღია წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით“.

შეუსაბამო ფასებთან დაკავშირებით კი არგუმენტად მოაქვს რამდენიმე კლინიკის მიერ მიწოდებული (კლინიკების მონაცემები არ ჩანს) ხარჯები კონკრეტული ინტერვენციაზე, რომელიც ჯდება სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ფასში.

მთავრობის 520-ე დადგენილების გაუქმებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს ქვეყნებს ექიმი-კარდიოლოგი იოსებ სიხარულიძე.

„37 წლის მამაკაცს, სამი შვილის მამას წინა კედლის გავრცელებული ინფარქტით. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გავუკეთე 2 სტენტის იმპლანტაცია თრომბო ასპირაციით. სახელმწიფომ ეს ოპერაცია შეაფასა 2100 ლარად. 520-ე დადგენილებით ვერც მე და ვერც ჩემი დამხმარე მედპერსონალი, ვერც დაწესებულება, ამ შემთხვევაში შემოსავალს ვერ მივიღებთ. ქვემოთ არის მხოლოდ სახარჯი მასალა რაც გაიხარჯა ამ ოპერაციის დროს“-წერს სიხარულიძე.

განცხადებას ავრცელებენ სხვა ექიმებიც, რომელშიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და აცახდებენ, რომ შეაჩერონ 520-ე დადგენილება.

„კოლეგებს, ყველაზე საპასუხისმგებლო დარგის წარმომადგენლებს - „კარდიოქირურგებს“, არითმოლოგებს, კარდიოლოგებს, ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას და მოვუწოდებ ერთიანობისკენ!

ერთად შევაჩეროთ დადგენილება 520!

დღეს, როდესაც საქართველოში მძიმე ზოგადი მდგომარეობაა, როდესაც ოკუპანტებს დაკავებული ჰყავთ ჩვენი სასახელო ექიმი - ვაჟა გაფრინდაშვილი,
როდესაც ერთ-ერთ ყველაზე დამსახურებულ ნეიროქირურგს პაციენტი უბედავს რომ სცემოს,
როდესაც ზოგადად მედიცინა ისედაც სავალალო მდგომარეობაშია ბევრი კლინიკების არსებობის გამო.
ცუდი მდგომარეობაა კლინიკის „მფლობელების“ და დირექტორების გამო, რომელთაც საავადმყოფოები გაითავისეს, როგორც ბიზნესი-შემოსავლის წყაროდ და არ ახდენენ პაციენტების „ადეკვატურ“ მკურნალობას.
ისედაც არ ახდენდნენ მედ-პერსონალის ნორმალური შემოსავლით უზრუნველყოფას.
რამოდენიმე კლინიკაში, კონფერენცია იწყება ფინანსური -„გეგმებით“ ნაცვლად პაციენტების თერაპიული და აკადემიური მკურნალობისა.
ძალიან ბევრმა კლინიკამ ექიმი „გადააგდო“ და კუთვნილი ანაზღაურება არ მისცა რამოდენიმეთვიანი მუშაობის და დაპირებების შემდგომ.
როდესაც ქვეყნის საუკეთესო „ტვინები“ უცხოეთში გაედინებიან,
როდესაც ლარი გაუფასურდა და ოპერაციების ღირებულებები ვერ გაიზარდა, რადგან ღირებულების ცვლილების უფლება კლინიკებს არ ჰქონდა.
როდესაც ისედაც მიზერი იყო დაფინანსება ადამიანების რომლებიც „ახალგაზრდები“ არიან და რეალურად ქვეყანა მათზე დგას, 36-ე დადგენილებას ვგულისხმობ.
ევროპის ქვეყნებში ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია, ხოლო ჩვენთან შეფასებულია 36 დადგენილება 15000ლ (ლიმიტი).
ადამიანები ვისაც 40 000ლარი და მეტი აქვთ შემოსავალი ისინი სულ ამოღებულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვიდან, მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ისინი იხდიან გადასახადებს.
520 დადგენილება ეს არ არის მხოლოდ დაფინანსების შემცირება, ის არის ისეთი დარგების გაუქმება, რომელიც ყველაზე მეტად სიცოცხლის გადამრჩენია.
ქართველებო დავდგეთ ერთად!
ნუ ვაკადრებთ ერთმანეთს ასეთ „ჯანდაცინვას“!

მინდა ფოტომასალა წარმოგიდგინოთ 2015 წელს გადაღებული სხვადასხვა საქართველოს თუ ევროპის კლინიკებიდან რითაც ნათლად ჩანდა სად ვიყავით ჩვენ და სად იყვნენ ევროპის კლინიკები „მატერიალურ-ტექნიკურ“ ბაზაში სხვაობას ვგულისხმობ.width=960


ისმის კითხვა:

ასეთი ტარიფებით ვის გაუჩნდება სურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განაახლოს?

P. S. ექიმებო, ქართველებო გთხოვთ ყველამ გავიაზროთ ასეთი დაფინანსებებით გამოდის რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავიანთ შეჭირვებულ მოქალაქეებს სასიკვდილოდ იმეტებს (ანუ თავაზობს დაბალხარისხიან-უხარისხო სერვისს)

ერთად შევაჩეროთ დადგენილება 520!“,- წერია გავრცელებულ პოსტში.

„ჩვენ ამ დეტალების ახსნა პაციენტების ოჯახებთან მოგვიწევს. რაც ძალიან რთულია“, - ამბობენ კარდიოლოგები.