ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ალუჩა

რჩევები 1713968979

რა შემთხვევაში არ უნდა მიირთვას ადამიანმა ალუჩა - ექიმის გაფრთხილება

მარწყვი და ოხრახუში ათჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი, - ამის შესახებ ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე. მისივე თქმით, ალუჩის მირთმევა ყველა ადამიანისთვის რეკომენდებული არ არის.„ალუჩა დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, B-ჯგუფის ვიტამინებსაც და ასევე, ორგანულ მჟავებს. ეს ორგანული მჟავები ჩვენს ორგანიზმს ეხმარება საკვების გადამუშავებაში. თუმცა, იმ ადამიანებს, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებთ, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, ალუჩა მათთვის სასურველი არ არის, ამას სიფრთხილით მოეკიდონ, რადგან კუჭის მჟავიანობას წევს. ხილი სადილიდან, 1-2 საათის შემდგომ უნდა მივირთვათ. სადილს არ უნდა მივაყოლოთ. ბოსტნეული პირიქით - წონაში კლებისთვის დაგვეხმარება,“ - ამბობს ნინო ლომთაძე.

გელ-ლაქი

რჩევები 1713967080

რამდენ ხანს შეიძლება გელ-ლაქის ტარება

ჩვეულებრივი ლაქი ფრჩხილზე არა უმეტეს 3-5 დღე ნარჩუნდება.გელ-ლაქი ძლებს ორი კვირა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ხუთ კვირამდე. რამდენად უსაფრთხოა ეს „ექსპოზიცია“?გელ-ლაქი არის სინთეზური გელის საფუძველზე ფრჩხილის საფარი. ჩვეულებრივი ლაქისგან განსხვავებით, გელ-ლაქი პოლიმერიზებულია ულტრაიისფერ ან LED ნათურაში და გამკვრივების შემდეგ ხდება გამძლე. საფარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ შორდება. გელ-ლაქები შეიძლება შეიცავდეს ფორმალდეჰიდს, ფორმალდეჰიდის ფისებს, კონსერვანტებს, მეტაკრილის მჟავას და მის წარმოებულებს - მეტაკრილატებს, აგრეთვე პიგმენტებს, შემავსებლებს და სხვა დანამატებს.რამდენად უსაფრთხოა ეს ლაქები?  ასეთი საფარი აზიანებს ფრჩხილის ფირფიტას იმისათვის, რომ გელი-ლაქი გამყარდეს, ფრჩხილებს აშორებენ ზედა ფენას, რაც მათ ფოროვანს და დაუცველს ხდის ინფექციების მიმართ. ლაქისგანაც ასევე ასუფთავებენ მანქანით, რაც ასევე აზიანებს ფრჩხილებს, რაც იწვევს მათ მყიფეს, მტვრევადობას. ზოგიერთ შემთხვევაში, გელ-ლაქში შემავალმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კონტაქტური დერმატიტი და ეგზემა. გრძელვადიანი კონტაქტი ქიმიკატებთან, რომლებიც გვხვდება ბაზაზე, ფერსა და ზედა ფენებში, ათხელებს ფრჩხილებს. არ არის რეკომენდებული გელ-ლაქის გამუდმებით ტარება. უმჯობესია გამოიყენოთ ის იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა "გრძელვადიანი" წარუშლელი სილამაზე.

კვარაა

სპორტი 1713966480

კვარაცხელიას აგენტს ნეაპოლში ელიან - მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადადის

„ნაპოლისთან“ დაახლოებული ტელევიზია Calcionapoli24 ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში, ქართველი შემტევის აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩავა და კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპს გამართავს.Calcionapoli24-ის ინფორმაციით, მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, ხვიჩას ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე გაეზრდება და ხელშეკრულება 2028 წლის მაისის ბოლომდე გახანგრძლივდება.ნეაპოლური გუნდისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება იქნება და კლუბი მზადაა, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის მაისის ბოლომდე აკავშირებს და ანაზღაურების სახით 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.წყარო: CrystalSport

წყალი შეწყდება

საზოგადოება 1713966240

წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები

25 აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე, ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.დაგეგმილი სამუშაოები 25 აპრილს დილის 11:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 25 აპრილს დილის 11:00 საათიდან, 26 აპრილის ღამის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ისნის რაიონში - ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის I და II კვარტალს; ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის I კვარტალს; ჯუმბერ ლეჟავას ქუჩას და გასასვლელებს, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

ნახეთ, როგორი დედამთილები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ჰოროსკოპი 1713965820

რომელი საჭმელი შეგეფერებათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი საჭმელი შეგეფერებათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:ვერძი - კარტოფილის ჩიპსები ვერძი ცნობილია, როგორც ცეცხლოვანი და ვნებიანი ნიშანი. მაგრამ არსებობს მათი თვისება, რომელიც ყველაზე ნაკლებად განიხილება - ისინი ძალიან ერთგულები არიან! კარტოფილის ჩიპსები, თავის მხრივ, ალბათ ყველაზე კლასიკური სასუსნავია. საჭმელი, რომელსაც არასოდეს ღალატობენ. სწორედ ამიტომ ის, ვერძის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ერგო.კურო - კრეკერები ეს არის ნიშანი, რომელსაც არ ეშინია დაკარგოს საკუთარი თავი და ამ პროცესში ძალიან გაერთოს. სწორედ ამიტომ, მათთვის კრეკერები იდეალური სასუსნავია!ტყუპები - ტკბილ-მჟავე ჟელატინი ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე სახალისო ისეთი რამეებია, რაც ორ განსხვავებულ ელემენტებს აერთიანებს: ტკბილსა და მჟავეს, ცივსა და ცხელს. იგივე შეიძლება ითქვას ტყუპებზე და მათი პიროვნების მრავალფეროვნებაზე. ამიტომაც, რა უნდა იყოს მათთვის უფრო შესაფერისი, ვიდრე ტკბილ-მჟავე ჟელატინი?კირჩხიბი - მაფინიეს ძალიან მარტივია - ცნობილია, რომ კირჩხიბი ყველაზე ტკბილი და ემოციური ქმნილებაა, რომელსაც დამშვიდების საოცარი უნარი აქვს. სწორედ ისევე, როგორც თბილი მაფინების მოტკბო სურნელს...ლომი - მზესუმზირალომებს ძალიან ძლიერი, მაგნიტური ხასიათი აქვთ. ბუნებრივია, ამ ნიშანზე ფიქრისას ყოველთვის მზიანი სანაპირო, ცხელი ზაფხული და უდარდელი მოგონებები ასოცირდება. მოგონებები, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება მზესუმზირის კნაწუნი...ქალწული - მარილიანი პრეცელი პრეცელი კიდევ ერთი კლასიკური საჭმლის მაგალითია. საკმაოდ ნოყიერი, ტრადიციული და თანაც, მარილის იდეალური რაოდენობით. სწორედ ისეთივე, როგორიც ქალწულია!სასწორი – თხილეულის მიქსი ალბათ ეს არის ყველაზე პრაქტიკული, ჯანსაღი და სასარგებლო საჭმელი ამ სიაში. ასეთ სასუსნავს კი იდეალურად ეხამება სასწორი - ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის რას ნიშნავს ბალანსი.მორიელი - ცხარე ჩიპსები ცნობილია, რომ მორიელებს ყველაზე მეტად ინტენსიური ემოციები უყვართ. ანალოგიურად, მათ მოსწონთ გემო, რომელიც წყურვილის უსასრულო შეგრძნებას წარმოქმნის. გემო, რომელთან ყველაზე ახლოსაც ცხარე ჩიპსებია.მშვილდოსანი - ხრაშუნა ორცხობილამშვილდოსანი, ალბათ, ყველაზე მხიარულია ზოდიაქოს ნიშანია. მათ ყველაზე მეტად წვეულებები უყვართ - ცოტა არაჯანსაღი, ცოტა დინამიკური და ძალიან სახალისო. ზუსტად ისეთივე, როგორიც ხრაშუნა ორცხობილაა.თხის რქა - კრეკერიეს არის ნიშანი, რომელიც ცნობილია როგორც პრაქტიკული, მიზანმიმართული და შრომისმოყვარე. ანალოგიურად, კრეკერი-თევზები არის საჭმელი, რომელიც წლების განმავლობაში აკმაყოფილებდა სასუსნავების მოთხოვნილებას. დიდი მადლობა, კრეკერებო!მერწყული - პოპკორნიმერწყული ჰაერის ნიშანია და ისაა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, მხიარული და მრავალმხრივი ნიშანი. პოპკორნი კი ჰაეროვანი საჭმელია, რომელიც მუდამ მზადაა ხელიდან დაგვისხლტეს და სხვა მიმართულებით გაეშუროს. ზუსტად ისევე, როგორც მერწყული.თევზები - ჟელიბონიჟელიბონი რბილი, ტკბილი და ფერადი სასუსნავია. შესაბამისად, კი ძალიან ნოსტალგიურიც. თევზებიც ნიშანზეც ხომ სწორედ იგივე ითქმის?