ბასკოვის და კრუტოის ვიდეო რუსეთში მილიონობით ადამიანმა ნახა - მინსკში გადაღებული კადრები ინტერნეტ-ჰიტად იქცა

12:36 12-04-2019
2705

რუსული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების - კომპოზიტორ იგორ კრუტოის და მომღერალ ნიკალაი ბასკოვის ხუმრობა რუსეთში ინტერნეტ ჰიტად იქცა.

ვიდეო სახელწოდებით „ბასკოვის და კრუტოის ხელჩართული ჩხუბი მინსკში“ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ადამიანმა ნახა, თუმცა ჩხუბი რეალური არ ყოფილა. დადგმულმა სცენამ სოციალური ქსელების მომხმარებლთა ნაწილი გააწბილა, ნაწილი კი გაამხიარულა.