VIDEO: ცოცხების და კვერცხების სროლა ზუგდიდში - მწვავე დაპირისპირება „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ მხარდამჭერებს შორის

19:53 12-03-2019
181

ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ქართული ოცნების მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათ ნაციონალური მოძრაობის ოფისს კვერცხები ესროლეს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით „გვახსოვს 7 ნოემბერი“ და „არ დავუშვებთ“. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა კი საკუთარი ოფისის ფანჯრებიდან დოლარის კუპირები გადმოყარეს. შეძახილები ისმის ორივე მხრიდან - „მონებო“ და „მკვლელებო“.

აქციაზე დაპირისპირებისას, აქტივიტების მიერ ნასროლი საგნები „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტს მოხვდა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოყოლილი, უკონტროლო სიტუაციის დროს, ჟურნალისტი პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.

ზუგდიდის მსგავსად, დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოსა და მცხეთის მერიასთან, ოპოზიციის აქციის პარალელურად ქართული ოცნების მხარდამჭერების კონტრაქციაც იმართებოდა. 

2 დეკემბრის კი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და პარტიის სხვა მხარდამჭერებმა მმართველი პარტიის ოფისთან კონტრაქცია გამართეს.

ავტორი: თეა შონია