მამის მკვლელობაში ბრალდებული დების საქმის გამოძიება დასრულდა

18:53 12-03-2019
12298

დები ხაჩატურიანების საქმეზე, რომლებსაც მამის მკვლელობაში ედებათ ბრალი, გამოძიება დასრულდა.

კრესტინა და ანგელინა ხაჩატურიანების საქმე - ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი მკვლელობის მუხლით - პროკურატურას გადაეცა.

უმცროს დას, მარიას, ძალდატანებითი მკურნალობა დაენიშნა. ის შეურაცხადად ცნეს ბოროტმოქმედების ჩადენის მომენტში. მისი საქმე ცალკეა გამოყოფილი.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აყენებდა მამა შვილებს, ბრალდებულებს შემამსუბუქებელ გარემოებად ეთვლებათ.

2018 წლის ივნისში, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 57 წლის მიხეილ ხაჩატურიანი საკუთარმა შვილებმა მოკლეს. თავდასხმა მამაზე 17, 18 და 19 წლის ქალიშვილებმა ბინაში განახორციელეს.

დებმა თვითონ გამოუძახეს პოლიციას და აღიარეს დანაშაული. მათი თქმით, მამა მრავალი წლის განმავლობაში სცემდა და სექსუალურად ძალადობდა მათზე. დების დაცვა საქმის შეწყვეტას მოითხოვს. ადვოკატები არც წარმოდგენილ ბრალდებას ეთანხმებიან.