ნურას უკაცრავად - რას ამბობდა მიხეილ სააკაშვილი მაჟორიტარულ სისტემაზე 2012 წლამდე (ვიდეო)

15:55 12-03-2019
1391

ნურას უკაცრავად - ასე პასუხობდა პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი კითხვას მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების და პროპორციული სისტემის შემოღების შესახებ. 

ამ სატელევიზიო კომენტარებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ რაიონებს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ. სააკაშვილი რადიკალებად მოიხსენიებდა იმ პოლიტკურ პარტიებს, რომლებიც მაშინ საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვნდნენ, თუმცა დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ თავად უწევს ორგანიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებს, რომლის მთავარი მოთხოვნა სწორედ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაა.