დაძაბულ ვითარებას ყველა პოლიტიკური ძალა თავის სასიკეთოდ იყენებს - გახარია

12:54 12-03-2019
53

სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაძაბულ ვითარებას ყველა პოლიტიკური ძალა თავის სასიკეთოდ იყენებს.

„სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ძალადობაში დადანაშაულებული ყველა პირი უნდა იყოს დასჯილი. კონტრაქცია-აქცია ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია და ყველა მხარე აძლევს თავისთვის სასიკეთო შეფასებას. ეს არის ემოციური ფონი და ამას იწვევს ის, რომ პოლიტიკური პროცესები არ მიმდინარეობს პარლამენტში, არამედ მან გადმოინაცვლა ქუჩაში. ამ დაძაბულ პროცესებში შეიძლება ჩაითრიონ გარკვეულმა ჯგუფებმა“, - განაცხადა გიორგი გახარია.