Exclusive ბუბა კიკაბიძეს შვილიშვილის ქორწილში არ უმღერია - „ჩემთვის ვიჯექი ჩუმად“

12:17 12-03-2019
52751

„ჩემმა შვილიშშვილმა იქორწინა“ - ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სოციალურ ქსელში  ვკითხულობთ. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, სახალხო არტისტის შვილიშვილმა 24 ნოემბერს იქორწინა. 33 წლის ვატო კიკაბიძიძემ ანა დავითაშვილზე ჯვარი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერა, 60 კაციანი ქორწილი კი ოჯახმა რესტორან „მუხამბაზში“ გადაიხადა. როგორც ბატონი ვახტანგი „პრაიმტაიმთან“ ამხელს, მას ქორწილში არ უმღერია.

ბუბა კიკაბიძე: - ვატო პატარა ბიჭი აღარაა, ოცდაათზე მეტის არის და მიხარია, რომ იქორწინა. 

- ვინ არის რძალი?

- ანა ერთი ჩვეულებრივი ოჯახიდანაა.

- ქორწილში ბევრი იმღერეთ, ბატონო ვახტანგ?

- არც მიმღერია, არც მიცეკვია, ჩემთვის ვიჯექი ჩუმად. დაღლილი ვარ ძალიან.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დიდი ბაბუა 8 წლის შვილთაშვილმა - ალექსანდრა არეშიძემ აცეკვა. ამის შესახებ მსახიობი მარინა საღარაძე გვიყვება.

მარინა საღარაძე: - ბუბამ ჩემთანაც იცეკვა და ჩემს შვილიშვილთან, ჩემი გიორგის შვილთან ერთად. ბავშვებმა დაპატიჟეს საცეკვაოდ. ბუბას არ უმღერია. ალბათ, ერთხელ მასაც უნდოდა სტუმრის როლში ყოფნა. ლიზა ბაგრატიონმა ორი სიმღერა აჩუქა ვატოს და ანას. ასევე იმღერა „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულმა - გიორგი  კელაპტრიშვილმა, რომელიც ჩვენს ოჯახს ემეგობრება. დიდი ქორწილი არ გვქონია, ძალიან ახლო წრეში გადავიხადეთ. არაჩვეულებრივი, მშვიდი, წყნარი რძალი გვყავს. ერთმანეთი ძალიან უყვართ. ვატო პროგრამისტია, ანა სწავლობს, ბევრად უმცროსია ვატოზე. 

ახლა წყვილი საქორწინო მოგზაურობით პარიზში იმყოფება.

 

ავტორი: თამარ გონგაძე