თუ უსამართლობას ებრძვი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩადის ამას, ნაცი თუ ქოცი - კახა კოჟორიძე

00:29 12-03-2019
20

მოძრაობა „ლელოს“ წევრი და ადვოკატი კახა კოჟორიძე, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს, ხოლო მმართველი გუნდის წევრებს კი წარსულს ახსენებს.

„პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 

„ჯერ მთელი ქვეყანა გადააგდეთ და მერე დაკეტეთ ხო მოლაპარაკების კარი? სახეში გაგვილაწუნეთ ყველას და არც ის გინდათ, რომ პროტესტი გამოვთქვათ და არც მოლაპარაკება გინდათ? მოლაპარაკების კარს რომ ხურავთ, რის კარს ხსნით, მაგაზე თუ გიფიქრიათ? ვერ ხვდებით რას აკეთებთ თუ ხვდებით და მაინც აკეთებთ? რაც არ უნდა ნაცი, ნაცი იძახოთ, პასუხისმგებლობა არის თქვენზე - ბიძინა ივანიშვილზე, ე.წ. აჯანყებულ დეპუტატებზე და ყველაზე, ვინც ამ გადაგდებას და ქვეყნის არეულობისთვის გაწირვას ამართლებთ. ხელისუფლებაში ხართ თქვენ, მერვე წელია, გაიაზრეთ! გადაწყვეტილების ბერკეტები გაქვთ მხოლოდ თქვენ!

დღეში 41-ჯერ რომ ნაცს იმეორებთ, ვინ ხართ ,,აჯანყებული დეპუტატებიდან“, ვისაც ჩემზე მეტად გიბრძლიათ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, ან მინისტრთა კაბინეტიდან ვინ ხართ ასეთები? ჩემზე მეტად კიდევ სხვები იბრძოდნენ და ვინც მართლა გულით და შეგნებით იბრძოდა, ახლა თქვენს უსამართლობას ებრძვის, რადგან თუ უსამართლობას ებრძვი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩადის ამას, ნაცი თუ ქოცი.

ტროლებმა ,,ჩამჭრელი კითხვა“ არ დამისვათ - როდის უფრო დიდი უსამართლობა ხდებოდა? ეს კითხვა დაუსვით ბიძინას, რომელიც მიშას დამფინანსებელი იყო; 7 ნოემბრის მერე, მე სარჩელი რომ დავწერე და მიშას საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციიდან მოხსნას ვითხოვდი სასამართლოში, კალაძე მიშას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, მას ჰკითხეთ. ეს კითხვა დაუსვით კობახიძეს, რომელმაც 2016-ში იშიშვლა მიშას წინააღმდეგ ხმალი; ეგ ჰკითხეთ პრემიერად დასმულ ბახტაძეს, რომელიც ნაცებს აფინანსებდა; გახარიას, რომელიც ნაცებს დამთავრებას დაიმუქრა 2019-ში, ხოლო 2012 წლამდე მისი ერთი კრიტიკული სიტყვაც კი არ იგუგლება; ოცნებაში გადმოპორტირებულ ნაცებს დაუსვით ეგ კითხვა; მურუსიძე - ჩინძალაძეს დაუსვით ეს კითხვა - მაშინ რომ ვითომ ებრძოდით და ახლა რომ უვადოდ დანიშნეთ... ეს თქვენ გაარკვიეთ ერთმანეთში და დაატოლეთ უსამართლობები... ჩვენ კი ამას აუცილებლად შევცვლით!“ - წერს კახა კოჟორიძე.