ნუ უზრდელობ, ჩემზე მაგარი ბიჭები ხართ? - ლევან ხაბეიშვილის და მანჩო გიორგობიანის დაპირიპირება პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

00:13 12-03-2019
2193

„ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „ხალხის პოლიტიკაში“ უფლებადამცველი მანჩო გიორგობიანი და ნაციონალური მოძრაობის წევრი ერთმანეთს დაუპირიპირდნენ. დაპირისპირება გიორგობიანის მიერ მოშველიებულმა ოთარ ჭილაძის ფრაზამ გამოიწვია.

„ნუ უზრდელობ“ - ასე მიმართა ლევან ხაბეიშვილმა მანჩო გიორგობიანს. ოპონენტებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რიტორიკული კითხვა დასვა: „ჩემზე მაგარი ბიჭები ხართ?“

მათ შორის დაპირისპირება გადაცემის წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ სარეკლამო ჭრით განმუხტა.