„ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

23:20 12-02-2019
47

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალე“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავდნენ. მოგვიანებით, იქ „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. „სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დაშავებულია აქციის 5 მონაწილე.