უკრაინაში დეპუტატის 3 წლის შვილი მოკლეს - პოლიცია შეკვეთილ მკვლელობაზე მუშაობს

21:39 12-02-2019
214

კიევის საკრებულოს დეპუტატი ვიაჩესლავ სობოლევი ადასტურებს, რომ მის ავტომობილზე თავდასხმისას მოკლეს მისი 3 წლის ვაჟი.

თავდასხმა კიევის ცენტრში გუშინ მოხდა. უცნობმა დეპუტატის ავტომობილის მიმართულებით ცეცხლი ადგილობრივი დროით 17 საათზე გახსნა. ერთი ტყვია სამი წლის ბავშვს მოხვდა. ის იმ დროს დაიღუპა, როდესაც საავადმყოფოში მიჰყავდათ.

პოლიციამ დღეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. გამოძიების ვერსიით, თავდასხმა შესაძლოა შეკვეთილი ყოფილიყო და ის სობოლოვის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

ვიაჩესლავ სობოლოვი 47 წლის არის. წარმოშობით დონეცკელი ბიზნესმენია. უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატი მაღაზიათა ქსელის „აბჟორას“ დამფუძნებელი და მესაკუთრეა.

ადგილობრივ თვითმმართველშობაში სობოლოვი 2015 წელს აირჩიეს. მას 5 შვილი ჰყავს. უმცროსი 2016 წელს დაიბადა.