ზელენსკი: „უკრაინას არ უნდა აშშ-ს მოწყალების მთხოვნელი ეგონოს!“

20:51 12-02-2019
97

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უარს ამბობს აშშ-სთან არათანაბარ პირობებში ურთიერთობაზე.

„არ მინდა, რომ მოწყალების მთხოვნელების შთაბეჭდილებას ვტოვებდეთ. არასდროს მილაპარაკია პრეზიდენტ ტრამპთან ამ პრინციპით - მე შენ გაძლევ ამას, შენ მომეცი - ეს“ - განაცხადა ზელენსკიმ. 

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეუთავაზებია თეთრი სახლის ლიდერისთვის კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე ბლოკი მოეხსნა იმის სანაცვლოდ, რომ ჯოზეფ ბაიდენის შვილის საქმიანობას გამოიძიებდა.

ზელენსკიმ ოფიციალური ვაშინგტონი სამხედრო დახმარების შეწყვეტის გამო გააკრიტიკა, ვინაიდან „უკრაინა საომარ მდგომარეობაში იმყოფება“ და სტრატეგიული პარტნიორის დახმარება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკების ჩანაწერი თეთრმა სახლმა გაასაჯაროვა, რადგან სწორედ ამ მოლაპარაკების დეტალების გამო აშშ-ის კონგრესმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტს ბრალს სდებს, რომ ამ მოლაპარაკებისას ტრამპმა თავისი თანამდებობრივი პოზიციით ისარგებლა და უკრაინას დახმარება აღუთქვა, თუ ის 2020 წელს მისი პოტენციური მთავარი კონკურენტის, ჯო ბაიდენის ბიზნესინტერესებს შეისწავლის.