„ყველას სახლის მისამართი ვიცით, ყველას მოგეკითხებათ“ – სააკაშვილის მუქარა (ვიდეო)

20:02 12-02-2019
2312

„ყველას მოეთხოვება პასუხი!“ - ამის შესახებ საქართველოს ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია მთავარის პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ვინც ხალხზე ხელს აღმართავს ყველას მოეკითხება. 

„ყველას ვინც ხელს აღმართავს ხალხზე, ყველას მოგეკითხებათ პასუხი, იურისტთა ჯგუფები შეიქმნა, მთელი კოალიცია შეიქმნა საქართველოში, რამდენადაც ვიცი, ყველას სახელი და გვარი არის აღრიცხული, ყველას სახლის მისამართი ვიცით და მიუვათ შესაბამისი უწყებები სულ მალე, როცა ივანიშვილი სამარცხვინოდ დაასრულებს თავის მმართველობას.“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.