ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან - ნახეთ live

19:58 12-02-2019
343

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება  „ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს მმართველი პარტიის მხარდამჭერები და ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

ადგილზე სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცველები ცდილობენ. მათ ინციდენტში მონაწილე პირები ტერიტორიას განარიდეს.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები რჩებიან და ისინი დღეს მცხეთაში მომხდარს აპროტესტებენ.

„პრაიმტაიმს“ ელენე ხოშტარია ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ფიზიკური დაპირისპირებით ხელისუფლება დიდხანს პოზიციებს ვერ შეინარჩუნებს. დეპუტატი ამბობს, რომ ეს მთავრობის დასასრულის დასაწყისია. 

„ეს ხრწნაში გადასული ხელისუფლების ქმედებაა, ფიზიკური შეხლა-შემოხლით პოზიციებს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, ეს მათი დასასრულის დასაწყისია“ - აცხადებს ელენე ხოშტარია

შეგახსენებთ, დღეს დეპუტატ ხუნდაძესთან მისულ აქტივისტებს თავს  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.