ქიბარ ხალვაში მიხეილ ცაგარელის პროგნოზს ეხმაურება

18:21 12-02-2019
2097

„უძახე შენ ასტროლოგი და თურმე რეალისტი პოლიტიკური ექპერტი ყოფილა“, - ასე ეხმაურება „რუსთავი2“-ის მფლობელი, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებას, სადაც ცაგარელი ამბობს:

„სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ იარსებებს საქართველო ვერ დაწყნარდება“.

ასტროლოგი იქვე ამბობს:

„საჭიროა ახალი სისხლი! ჩვენ გვყავს გადასარევი ადამიანები, რომლებსაც ამერიკაშიც აქვთ დამთავრებული, ბრწყინვალე ტვინები…, მოიზიდეთ, ააყვავებინეთ ქვეყანა, რად გინდათ ძველი მონსტრები?”…

„2021 წლიდან  იწყება ახალი 12 წლიანი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო ციკლი საქართველოსთვის… ნუ დავკარგავთ“.