გაიცანით ახალგაზრდები, რომლებიც მძიმე ავადმყოფებს უსასყიდლოდ უვლიან (ვიდეო)

18:11 12-02-2019
84

საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი, ჰოსპისი წლებია არსებობს და ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს.

ჰოსპისის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახული არიან ჰოსპისის ახალგაზრდა მოხალისეები - დათი აბაშიძე, ნია სიხარულიძე და ლიზი ურჯუმელაშვილი, რომლებიც ყოველ კვირას დადიან მოწყალების ცენტრში და წვლილი შეაქვთ დიდი და კეთილი საქმეების კეთებაში.