200 თუმანის გამო დაწუნებული სიძე - მურმან ჯინორია ზაზა ლებანიძეზე

17:53 12-02-2019
977

რუსთაველის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ქალბატონი ზაირა(ზაზა) ლებანიძე, მისი დაბადების დღიდან, ორ დღეში - 1 დეკემბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ასაკის მიუხედავად, ქალბატონი ზაირა ყოველთვის ახალგაზრდული შემართებით გამოირჩეოდა. ყოველ ახალ როლს, საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და დამსახურებულად მოიპოვა კიდეც მაყურებლისა და კოლეგების უდიდესი სიყვარული. მისი ბოლო როლი იყო - ჯაჯო, რობერტ სტურუას სპექტაკლში - „ასულნი“.

width=600

არასოდეს დაავიწყდება მაყურებელს, მისი ცნობილი როლით - ელისაბედი, სპექტაკლიდან „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“(რეჟისორი გიორგი კახაბრიშვილი), რომელიც დღემდე მაყურებლის სიმპათიას იმსახურებს. სპექტაკლში, ქალბატონ ზაზას - ელისაბედის სასიძოს - სერგოს როლს, ცნობილი მსახიობი მურმან ჯინორია ასრულებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა:

width=600

- ბატონო მურმან, ალბათ ბევრი გაქვთ სათქმელი ქალბატონ ზაზაზე... 

ქალბატონი ზაირა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო სპექტაკლიდან - „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, სადაც მთავარ როლს ელისაბედს ასრულებდა. სპექტაკლი, რომელიც 45 წლის წინ დაიდგა, ჯერაც არ ბერდება, დღემდე ყურებადია. ამ სპექტაკლში, დიდებული მსახიობები თამაშობდნენ - ვასო გოძიაშვილი, გივი ბერიკაშვილი, ზაზა ლებანიძე. ჩვენ მაშინ საკმაოდ ახალგაზრდები ვიყავით. მაშიკოს - რომელსაც მარინა ვეფხვაძე ასრულებდა, მას შემდეგ არც ერთ სპექტაკლში აღარ მიუღია მონაწილეობა.

width=600

- როგორი იყო მასთან მუშაობის პროცესი და რატომ ეძახდნენ ზაზას?

როცა ქალბატონი ზაირა გავიცანი, უკვე ზაზას ეძახდნენ და არც ვიცი, რატომ შეარქვეს ეს მეტსახელი. უდიდესი მსახიობი იყო. მსახიობებს, უყვართ თავის გამოჩენა. ასეთ ადამიანს, არც ვიცნობ. ვერც კი გაიგებდი, თეატრში როგორ შემოდიოდა.

მორიდებული, მოკრძალებული და უნიჭიერესი ქალბატონი იყო. ისეთი როლები აქვს ნათამაშები, თავი რომ უკეთ წარმოეჩინა, ალბათ ყველა ჯილდოს ზაზას მისცემდნენ.

width=600

არასდროს არაფერი არ მოუთხოვია, არაფერზე არ ჰქონია პრეტენზია. იყო ყველასთვის საყვარელი ადამიანი, როგორც ჩვენთან, ასევე ხალხთან. სხვადასხვა ტიპის როლებს ასრულებდა და საინტერესო სახეებს ქმნიდა. ერთი სახე, არ ჰქონდა. მაგალითად ამერიკელის, ინგლისელის, ქართლელის თუ ქალაქელის როლს რბილად და ძალდაუტანებლად ასახიერებდა. მღეროდა ფანტასტიკურად - „მოხუც ჯამბაზებში“ საოცრად მღერის. თვითონ უკრავდა და მღეროდა. სპექტაკლშიც -„ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, ყველა სიმღერას თავად ასრულებდა. მღეროდა უმაღლეს დონეზე, პროფესიონალურად, ასევე თავის მეუღლესთან ერთად.

- რა ასაკის ბრძანდებოდით, როცა გადაიღეს სატელევიზიო სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“?  

სპექტაკლის ჩაწერის დროს, მე სტუდენტი ვიყავი. წარმოგიდგენიათ, მე ვასო გოძიაშვილთან ერთად მომიწია თამაში! ეს უდიდესი პატივი იყო. მაგრამ სამწუხაროდ, ვასოსთვის ეს ბოლო სპექტაკლი იყო, მალე გარდიცვალა.

width=600

 - როგორი იყო ქალბატონი ზაზა გადაღებების დროს?

მსახიობები, რეპეტიციების დროს „ჭირვეულები“ ვართ. ზაზა, მუშაობის დროს, ძალიან კომფორტული ადამიანი იყო. როცა ასეთი კომფორტული პარტნიორი გყავს, ყოველთვის დიდ ხალისს და სტიმულს გაძლევს. ძალიან ნიჭიერი იყო, ყოველთვის საუკეთესო „სვლებს“ აკეთებდა. მუდამ პარტნიორზე ფიქრობდა და აქედან გამომდინარე აკეთებდა თავის საქმეს. ეს ძალიან რთულია ჩვენს პროფესიაში, ყველას არ შეუძლია.

 - თქვენ, როგორც „დაწუნებულ სიძეს“, ხშირად გიწევდათ კამათი სპექტაკლში?

სპექტაკლში, 200 თუმანის გამო დაწუნებული სიძე ვიყავი. „ჭიდაობის“ სცენები სადაც არის, ვაჟკაცურად იქცეოდა, კარგად „მისწორდებოდა“.

width=600

ოქრო ქალბატონი იყო. ძალიან მენანება, ძალიან! უდიდესი მსახიობი, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე. უამრავ კინოში და სპექტაკლში ვარ ნათამაშები, მაგრამ ასეთი უპრეტენზიო ადამიანი ჯერ არ შემხვედრია. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული!“  

ავტორი: რუსა ღვანიძე