გურჯაანში, საკუთარი სახლის ეზოში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

16:57 12-02-2019
1873

გურჯანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

34 წლის ლ.მ. საკუთარი სახლის ეზოში, ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სუიციდის მიზეზს, ოჯახის წევრები და ახლობლები ვერ ასახელებენ. ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახში უთანხმოება არ შეუნიშნავთ.

„კარგი და მშვიდი ოჯახი იყო. რა მოხდა არავინ იცის. პოლიცია იძიებს და ალბათ გაირკვევა“,- უთხრეს „პრაიმტაიმს“.

შემთხვევა, 30 ნოემბერს მოხდა. პოლიცია გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

„პრაიმტაიმი“ შეგახსნებთ საგანგაშო სტატისტიკას, რომელიც სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა.

საქართველოში 2018 წელს სუიციდის 389 და მცდელობის 477 ფაქტი მოხდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ამ სტატისტისკი შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

„ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და მიუხედავად იმისა, სახელმწიფომ აღიარა, რომ უნდა ჰქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, ჩვენს ქვეყანას ასეთი პროგრამა არ აქვს”,- განაცხადა ლომჯარიამ.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი