ბექა ნათელაშვილი და კიდევ ერთი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

16:56 12-02-2019
62

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული, მოძრაობა „გაბედეს“ ორი წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულებს შორისაა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მცხეთის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და მერიის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მცხეთის მერმა აქტივისტებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. აქტივისტებს დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ნახვა და პროპორციული არჩევნების ჩაგდებასთან დაკავშირებით კითხვების დასმა სურდათ.

როგორც შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით სულ დაკავებულია 6 პირი. დაკავებულთა შორის მოძრაობა „გაბედეს“ 4 წარმომადგენელი, 3 კი „ქართული ოცნების“ აქტივისტია.