ინდოეთში ვეფხვმა ორი 1300 კილომეტრი დაფარა რათა მეწყვილე ეპოვა

16:27 12-02-2019
378

ინდოეთში ვეფხვმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი მანძილი გაიარა და დაახლოებით 1300 კილომეტრი დაფარა, რათა თავისი წყვილი ეპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ცხოველმა ახლომახლო პარტნიორი ვერ იპოვა და ამის გამო ამხელა გზა გაიარა. 

ვეფხვმა, რომელიც რადიომიმღებს კისერზე ატარებს, ივნისში დატოვა შტატ მახარაშტაში არსებული ნაკრძალი და მეორე შტატისკენ წავიდა. 6 თვის განმავლობაში ვეფხვი მხოლოდ ერთხელ დაემუქრა ადამიანებს და შემთხვევით დააზიანა ერთი პირი, რომელიც მასზე თვალთვალს ახორციელებდა. 

ვეფხვი სახელად C1 თებერვლიდან რადიომიმღებს ატარებს. ის შტატის ტყეებში ცხოვრობდა, სანამ მუსონური წვიმები არ დაიწყო.