აკაკი ზოიძემ პარლამენტი და პოლიტიკა დატოვა

16:18 12-02-2019
553

„ასეთ დაპირისპირებულ, პორალიზებულ გარემოსი ჩემს ადგილს ვერ ვხედავ“ - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვერ შევძელი, ჩემი კოლეგები პლებისციტის ჩატარებაზე დამერწმუნებინა და გვეკითხა ხალხისთვის აზრი. შესაბამისად, ჩემს რესურსს და ჩემს ადგილს ასეთ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავ“ - განმარტავს პოლიტიკიდაბ წასვლის მიზეზს ზოიძეს.

როგორც ის აცხადებს, ის გააგრძელებს ექსპერტად მუშაობას, როგორც ამას პარლამენტში მისვლამდე აკეთებდა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ თუ მის ინიციატივას არ მიიღებდნენ, ის „ქართულ ოცნებას“ დატოვებდა.

თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ პოლიტიკიდან წასვლის ან დარჩენის საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებდა.

„მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, სიტუაციის გასააზრებლად“ - თქვა 16 ნოემბერს ზოიძემ.

მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

ამის გამო უმრავლესობა ჯამში 11-მა დეპუტატმა დატოვა. 

მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.