მცხეთაში „ქართული ოცნების“ და „გაბედეს“ აქტივისტები დააკავეს

15:52 12-02-2019
195

მცხეთის მერიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებულებზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით სულ დაკავებულია 7 პირი. დაკავებულთა შორის მოძრაობა „გაბედეს“ 4 წარმომადგენელი, 3 კი „ქართული ოცნების“ აქტივისტია.

შეგახსენებთ, მცხეთის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და მერიის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მცხეთის მერმა აქტივისტებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. აქტივისტებს დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ნახვა და პროპორციული არჩევნების ჩაგდებასთან დაკავშირებით კითხვების დასმა სურდათ.