„გაბედე“ ნაცემი აქტივისტების ფოტოებს აქვეყნებს

15:43 12-02-2019
73

მერიის თანამშრომლები დაგვახვედრეს მცხეთაში, რომლებიც ფიზიკურად გაგვისწორდნენ, მაგრამ მაინც ჩვენ დაგვაკავეს, - ამ შინაარსის პოსტს სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები მოძრაობა „გაბედეს“ გვერდზე ფოტოებთან ერთად აქვეყნებენ.

მათივე თქმით, ისინი ამჟამად მცხეთის სამმართველოში იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ბექა ნათელაშვილი, მიხეილ ქუმსიშვილი და მოძრაობა „გაბედეს“ რამდენიმე წევრი.

შეგახსენებთ, მცხეთის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და მერიის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მცხეთის მერმა აქტივისტებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. აქტივისტებს დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ნახვა და პროპორციული არჩევნების ჩაგდებასთან დაკავშირებით კითხვების დასმა სურდათ.