„აქ ამის ფორმატი არ არის“ - სასამართლო დარბაზში მამუკა ხაზარაძის სიტყვას ტაში მოჰყვა

14:43 12-02-2019
20

„კითხვა მაქვს, რა უნდა აქ ავთო წერეთელს, რომელიც არც აქციონერი არ არის სამგორის და არც დირექტორი...საქმეს არ გააჩნია არც დაზარალებული, არც მომჩივანი, მოსამართლეს ვთხოვ შეწყვიტოს ამ საქმეზე სასამართლო პროცესი, - ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ამ სიტყვებს სასამართლო დარბაზში ტაში მოჰყვა, რაზეც მოსამართლემ, გიორგი არევაძემ დარბაზში დამსწრეებს გაფრთხილება მისცა და განმეორების შემთხვევაში დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ პროკურორმა განაცხადა, რომ აქ ამის ფორმატი არ არის.