ჩინეთსა და რუსეთს შორის გაზსადენი „ციმბირის ძალა“ ამოქმედდა

14:38 12-02-2019
41

რუსეთმა და ჩინეთმა გაზსადენ „ციმბირის ძალის“ ამოქმედებას მოაწერეს ხელი. ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, ცერემონიას ესწრებოდნენ რუსეთის და ჩინეთის ლიდერები.

მაგისტრალური გაზსადენი „ციმბირის ძალა“ ირკუტსკის და იაკუტიის გაზის მომპოვებელი ცენტრებიდან ბუნებრივი აირის მიწოდებას შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის და ჩინეთისთვის უზრუნველყოფს. საერთო ჯამში მაგისტრალური გაზსადენის სიგრძე 3 000 კილომეტრია.

„გაზპრომი“ და ჩინეთის ეროვნული სანავთო კორპორაცია მიწოდებასთან დაკავშირებით 2014 წელს შეთანხმდნენ. იმავე წელს დაიწყო „ციმბირის ძალის“ მშენებლობაც. 30-წლიანი კონტრაქტის მიხედვით, გათვალისწინებულია წელიწადში 38 მილიარდი კუბური მეტრი გაზმომარაგება.