თბილისის ანძა „დინამოს“ ფერებში განათდა

10:24 12-02-2019
13

„თბილისის ანძა „დინამოს“ საპატივცემულოდ ლურჯ და თეთრ ფერებში განათდა“, - ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

2016 წლის გაზაფხულის შემდეგ თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და ამ ტიტულს ისტორიაში მეჩვიდმეტედ დაეუფლა, რაც საუკეთესო შედეგია./