ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე ზურა ადეიშვილის და ნიკა მელიას მიმართ განაჩენი ცნობილია

10:03 12-02-2019
675

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.

სასამართლომ ნიკა მელიას 25 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და ამასთან, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავება შეუზღუდა. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, მას 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პროცედურულად, პარლამენტმა ნიკა მელიას მიმართ უფლებამოსულების შეწყვეტაზე უნდა იმსჯელოს.

ადვოკატის განცხადებით, მხარე ამ განაჩენს გაასაჩივრებს.

ამ საქმეზე მათ ბრალი 2013 წელს წაუყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქონების გადამალვის გამო.

ამ საქმეზე ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ნიკა მელიას კი - 25 000-ლარიანი გირაო.