ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ტურიზმკ

საზოგადოება 1713969739

ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეულის ჯეიმი ოლივერის ჩამოსვლა საქართველოში უმნიშვნელოვანესია - რესტორატორთა ასოციაცია

ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეულის ჯეიმი ოლივერის ჩამოსვლა საქართველოში უმნიშვნელოვანესია. ეს არის ქვეყნის აღიარება არა მხოლოდ გასტრონომიული კუთხით, არამედ იმ მიმართულებითაც, რომ ასეთ ცნობილ ადამიანებს უსმენენ და მათი აზრი მსოფლიო დონეზეა გასათვალისწინებელია, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი  საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით  იმყოფება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჯეიმი ოლივერი ქართველ შეფ-მზარეულებს შეხვდა. სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა.შოთა ბურჯანაძის  თქმით, ის რაც საქართველოში მოხდა, ამ სფეროში შესაძლოა, პოლიტიკური თვალსაზრისით შევადაროთ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ჩამოსვლას.„აქედან გამომდინარე ეს იქნება ბიძგი, არა მხოლოდ ამ სფეროსთვის, არამედ მთელი ეკონომიკისთვისა და  ქვეყნის განვითარებისთვის. მისი ვიზიტი საქართველოში არ იქნება ერთჯერადი.  ჯეიმი ოლივერის სამოქმედო გეგმაში ყოველთვის შედის ქვეყნის გაცნობა და შემდეგ მისი პრომოუშენი. შესაბამისად, როგორც პირადი საუბრიდან და საერთო შეხვედრიდან გამომდინარე გამოჩნდა, ის აღფრთოვანებულია ქვეყნით და შესაძლოა, გარკვეულწილად საქართველოსთვის ამბასადორიც კი გახდეს მსოფლიოსთვის, როგორც ქვეყნის, ისე გასტრო მიმართულების გაცნობის კუთხით. ეს არ გამომდინარეობს ვალდებულებით, დარწმუნებული ვარ, ეს მისი სურვილით მოხდება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი, საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება.„რაც მისასალმებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯი ეფექტური იქნება არა მხოლოდ ტურიზმის სექტორისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებაზე ექნება დადებითი გავლენა“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე. ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი უგემრიელეს ქართულ კერძებს გაუწევს პოპულარიზაციას . კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფ-მზარეული გაეცნობა ქვეყნის უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს, შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის.ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს. ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.

ალუჩა

რჩევები 1713968979

რა შემთხვევაში არ უნდა მიირთვას ადამიანმა ალუჩა - ექიმის გაფრთხილება

მარწყვი და ოხრახუში ათჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი, - ამის შესახებ ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე. მისივე თქმით, ალუჩის მირთმევა ყველა ადამიანისთვის რეკომენდებული არ არის.„ალუჩა დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, B-ჯგუფის ვიტამინებსაც და ასევე, ორგანულ მჟავებს. ეს ორგანული მჟავები ჩვენს ორგანიზმს ეხმარება საკვების გადამუშავებაში. თუმცა, იმ ადამიანებს, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებთ, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, ალუჩა მათთვის სასურველი არ არის, ამას სიფრთხილით მოეკიდონ, რადგან კუჭის მჟავიანობას წევს. ხილი სადილიდან, 1-2 საათის შემდგომ უნდა მივირთვათ. სადილს არ უნდა მივაყოლოთ. ბოსტნეული პირიქით - წონაში კლებისთვის დაგვეხმარება,“ - ამბობს ნინო ლომთაძე.

გელ-ლაქი

რჩევები 1713967080

რამდენ ხანს შეიძლება გელ-ლაქის ტარება

ჩვეულებრივი ლაქი ფრჩხილზე არა უმეტეს 3-5 დღე ნარჩუნდება.გელ-ლაქი ძლებს ორი კვირა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ხუთ კვირამდე. რამდენად უსაფრთხოა ეს „ექსპოზიცია“?გელ-ლაქი არის სინთეზური გელის საფუძველზე ფრჩხილის საფარი. ჩვეულებრივი ლაქისგან განსხვავებით, გელ-ლაქი პოლიმერიზებულია ულტრაიისფერ ან LED ნათურაში და გამკვრივების შემდეგ ხდება გამძლე. საფარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ შორდება. გელ-ლაქები შეიძლება შეიცავდეს ფორმალდეჰიდს, ფორმალდეჰიდის ფისებს, კონსერვანტებს, მეტაკრილის მჟავას და მის წარმოებულებს - მეტაკრილატებს, აგრეთვე პიგმენტებს, შემავსებლებს და სხვა დანამატებს.რამდენად უსაფრთხოა ეს ლაქები?  ასეთი საფარი აზიანებს ფრჩხილის ფირფიტას იმისათვის, რომ გელი-ლაქი გამყარდეს, ფრჩხილებს აშორებენ ზედა ფენას, რაც მათ ფოროვანს და დაუცველს ხდის ინფექციების მიმართ. ლაქისგანაც ასევე ასუფთავებენ მანქანით, რაც ასევე აზიანებს ფრჩხილებს, რაც იწვევს მათ მყიფეს, მტვრევადობას. ზოგიერთ შემთხვევაში, გელ-ლაქში შემავალმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კონტაქტური დერმატიტი და ეგზემა. გრძელვადიანი კონტაქტი ქიმიკატებთან, რომლებიც გვხვდება ბაზაზე, ფერსა და ზედა ფენებში, ათხელებს ფრჩხილებს. არ არის რეკომენდებული გელ-ლაქის გამუდმებით ტარება. უმჯობესია გამოიყენოთ ის იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა "გრძელვადიანი" წარუშლელი სილამაზე.

კვარაა

სპორტი 1713966480

კვარაცხელიას აგენტს ნეაპოლში ელიან - მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადადის

„ნაპოლისთან“ დაახლოებული ტელევიზია Calcionapoli24 ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში, ქართველი შემტევის აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩავა და კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპს გამართავს.Calcionapoli24-ის ინფორმაციით, მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, ხვიჩას ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე გაეზრდება და ხელშეკრულება 2028 წლის მაისის ბოლომდე გახანგრძლივდება.ნეაპოლური გუნდისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება იქნება და კლუბი მზადაა, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის მაისის ბოლომდე აკავშირებს და ანაზღაურების სახით 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.წყარო: CrystalSport

წყალი შეწყდება

საზოგადოება 1713966240

წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები

25 აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე, ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.დაგეგმილი სამუშაოები 25 აპრილს დილის 11:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 25 აპრილს დილის 11:00 საათიდან, 26 აპრილის ღამის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ისნის რაიონში - ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის I და II კვარტალს; ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის I კვარტალს; ჯუმბერ ლეჟავას ქუჩას და გასასვლელებს, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge