პანკისში სისხლიან გარჩევაში მონაწილეებს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინებათ

08:30 12-02-2019
81

პანკისის სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარედგინოთ. მოგვიანებით კი მათთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

პარალელურად, ქავთარაშვილების ოჯახი დაპირისპირებულ, მუთოშვილების გვართან მოლაპარაკებას გეგმავს. კონფლიქტის მოგვარების მცდელობაში ჩართულები არიან უხუცესები და ხეობის სხვა გავლენიანი პირებიც. ქავთარაშვილები ასევე უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ჰესები ან საგვარეულო კონფლიქტია.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას ერთი ადამიანი შეეწირა, სამი კი დაიჭრა.

გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე და 5 შვილი დარჩა.