„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოცხადდება

08:16 12-02-2019
15

თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ დღეს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

სახელმწიფო ბრალდება „ბანკ ქართუს“ გაკოტრების მიზნით წინა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის მიერ შეთანხმებულ და ორგანიზებულ მცდელობას ნიკა მელიას, ზურაბ ადეიშვილს და კიდევ ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს ედავება.

დღეს ასევე სასამართლო სხდომა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი ბრალდების გაუქმებასთან დაკავშირებით გაიმართება.

შეგახსენებთ, გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობას ედავება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.