1713355928
1713260837
VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓
1713376984
1709545140
„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჰოროსკოპი • 1713378417
საუკეთესო პერიოდი 2024 წლის აპრილში, როცა შეგიძლიათ, ნამდვილ სიყვარულს შეხვდეთ
სიყვარულისა და დადებითი ემოციების გამოხატვას კონკრეტული სეზონი არ სჭირდება, თუმცა ხშირად ამბობენ, რომ გაზაფხული რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად შესანიშნავი პერიოდია. ბუნება იღვიძებს, ირგვლივ ყველაფერი ყვავის და ადამიანებსაც სიახლეების სურვილი უჩნდებათ. რომანტიკული ურთიერთობების დაწყებაში ვარსკვლავებიც ხელს შეგიწყობთ.როგორც ასტროლოგები ამბობენ, ძალიან მალე დადგება პერიოდი, როდესაც თითოეულ ადამიანს ექნება შანსი, ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს, ან კიდევ არსებულ ურთიერთობაში იპოვოს ჰარმონია და მეტი ბედნიერება. ეს პერიოდი 19 აპრილიდან დაიწყება, რადგანაც სწორედ ამ დღეს მზე კუროს ნიშანში გადადის.განსაკუთრებულ გავლენას კუროს, ქალწულის, თხის რქის, ასევე კირჩხიბისა და თევზების ნიშნები იგრძნობენ. კუროს მმართველი პლანეტა - ვენერა ვერძის ნიშანშია და ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს წარმატებას ჰპირდება არა მხოლოდ სიყვარულის, არამედ საქმიან ურთიერთობებისა და ფინანსური კუთხით.19 აპრილიდან თვის ბოლომდე რომანტიკული ურთიერთობების განვითარებისათვის ყველაზე კარგი პერიოდია. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს და უამრავ ბედნიერ დღეს გაჩუქებთ. თუ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადახვიდეთ და ნიშნობა, დაქორწინება გადაწყვიტოთ. ქორწინებაში კი ჰარმონია და ბედნიერება იპოვოთ.თუმცა, ამ პერიოდში უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ 24 აპრილს მორიელის ნიშანში სავსე მთვარეა. ეს დღე განსაკუთრებული ენერგეტიკით, მომატებული ემოციურობითა და შფოთვით ხასიათდება. მორიელს წარსულთან ჩაღრმავება, ყველა გაუგებრობის გამოტანა და თავიდან განხილვა უყვარს. ამიტომაც, აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, წარსულის წყენა განიხილოთ, ყოფილი პარტნიორი გაგახსენდეთ და თავი ცუდად იგრძნოთ. ემოციურად შედარებით რთული დღეა არა მხოლოდ 24 აპრილი, არამედ 23 და 25 აპრილიც. შეეცადეთ, აღნიშნულ დღეებში დრო მშვიდად გაატაროთ და კონფლიქტურ სიტუაციას მაქსიმალურად მოერიდოთ.სხვა მხრივ, 19-29 აპრილის პერიოდში მეგობრებთან ერთად შეკრებაზე, ღონისძიებებსა და სხვადასხვა აქტივობაზე დასწრებაზე უარს ნუ იტყვით - შესაძლოა, სწორედ იქ შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც ელოდებოდით. ვრცლად
რჩევები • 1713377693
როგორ გაუმკლავდეთ ღამის კოშმარებს - 3 საუკეთესო მეთოდი
"სამყარო გაგიჟდა" და ამან უარყოფითად იმოქმედა ჩვენს ცნობიერებაზე. ყველა უფრო გაღიზიანებული და დაძაბული გახდა, ბევრს ტანჯავს კოშმარები. ამ უკანასკნელთან საბრძოლველად სპეციალისტები იყენებენ ფიგურულ რეპეტიციურ თერაპიას. აიღეთ ფურცელი და დაწერეთ მასზე თქვენი სიზმრის სიუჟეტი. თუ ელექტრონულად ბეჭდავთ, ძილის მეხსიერება შეიძლება დაქვეითდეს, ამიტომ რეკომენდებულია „ხელნაწერი“ მეთოდის გამოყენება.შეეცადეთ აღწეროთ ყველა დეტალი, კონკრეტულად რამ შეგაშინათ, როგორ სცადეთ სიზმარში ამასთან გამკლავება, რატომ ვერ მოახერხეთ კოშმარის დაძლევა? გადაწერეთ სიზმრის სცენარი, რომ იყოს კარგი და სასიამოვნო. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ეს თქვენთვის პოზიტიურად, რა უნდა შეიცვალოს. ნუ შეგეშინდებათ ფანტაზიის - კოშმარების დასამარცხებლად ყველაფერი შეიძლება გამოიყენოთ: სუპერ ძალა, საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა, მფრინავი დრაკონი და ა.შ.. გახადეთ სიზმარი თქვენს ფანტაზიაში უფრო ნათელი, დეტალური, ფერადი და საინტერესო - ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სიზმრის დროს კოშმარების სიუჟეტის მართვას.შენიშვნა:გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად ეცდება ადამიანი კოშმარის მეხსიერების დათრგუნვას და დავიწყებას, მით უფრო ძლიერად ჩაიბეჭდება იგი ცნობიერებაში. წყარო
ტაბლოიდი • 1713376984
„პრაიმ ჰაუსი“ განცხადებას ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, „პრაიმ ჰაუსი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
პოლიტიკა • 1713376597
აქციის ორგანიზატორებმა მმართველ გუნდს ერთ საათიანი ვადა მისცეს და პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდეს
აქციის ორგანიზატორებმა მმართველ გუნდს ერთ საათიანი ვადა მისცეს და საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.განცხადება, შეკრებილებს, ტრიბუნიდან პოეტმა რატი ამაღლობელმა გააცნო."ჩვენ ველოდებით ერთი საათის განმავლობაში "ქართული ოცნების" პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას და დაბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში,"- აცხადებს რატი ამაღლობელი.
მსოფლიო • 1713376561
შვეიცარიელები მსოფლიო ლიდერები არიან ბირთვული თავშესაფრების რაოდენობით; შვეიცარიის ფედერალური კანონის 45-ე და 46-ე მუხლების მიხედვით სამოქალაქო თავდაცვის შესახებ, თითოეულ მცხოვრებს უნდა ჰქონდეს დაცული ადგილი, თავშესაფარი, სადაც საცხოვრებელი სახლიდან სწრაფად შეძლებს მოხვედრას.საცხოვრებელი კორპუსების მფლობელებს ყველა ახალ საცხოვრებელში თავშესაფრების აშენება და აღჭურვა მოეთხოვებათ. პირველი კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ცივი ომის დროს, 1963 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ ყველა აშენებულ შენობას უნდა ჰქონოდა ბირთვული თავშესაფარი სარდაფში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისტორიულ სახლებს კი, რომლებშიც თავშესაფრების აშენება შეუძლებელია, აღნიშნული სივრცე უშუალო სიახლოვეს უნდა ჰქონდეს.თავშესაფრებში საკმაო მიწისქვეშა სივრცეა საიმისოდ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 115 პროცენტი შეიფაროს.დღესდღეობით ეს ობიექტი კვლავ აქტიური თავშესაფარია, მაგრამ ის გათვლილია მხოლოდ 2000 ადამიანის შესაფარად და არა 20000-ის, როგორც ადრე.