როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

23:25 12-01-2019
1451

სინოპტიკოსების ცნობით, 2 დეკემბერს თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება. 4 დეკემბერს შესაძლოა ჰაერის ტემპერატურამ ცოტა მოიმატოს და უმეტესად უნალექო ამინდი იყოს. 5-6 დეკემბერს კი, თბილისში დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. მოსალოდნელია ნალექი, წვიმის სახით. თბილისის შემოგარენში შესაძლებელია იყოს თოვლჭყაპი. 5-6 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება რეგიონებს, სინოპტიკოსის ინფორმაციით, მომავალი კვირის განმავლობაში შედარებით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, ვიდრე დასავლეთ საქართველოში.

ხვალ, დღის პირველ ნახევარში, ასევე 4 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ხვალ დაიკლებს და დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში შედარებით სიცივე იქნება. კვირის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 9-14 გრადუსია მოსალოდნელი, მინიმალური ტემპერატურა კი, 3,6 და 7 დეკემბერს, დაბლობ რაიონებში, ღამის საათებში -1, -2 გრადუსი დაფიქსირდება. ეციება მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

შიდა ქართლში შესაძლოა, ღამის საათებში, ტემპერატურა -5 გრადუსამდე დავარდეს.

აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალ, 2 დეკემბერს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. არამდგრადი ამინდი 6 დეკემბრის ჩათვლით არის მოსალოდნელი. 7 დეკემბერს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა კლებას განიცდის 3, 5 და 6 დეკემბერს. ბარში შესაძლოა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6-დან 8 გრადუსს შორის იყოს. ღამის ტემპერატურა 0-ს მიუახლოვდება.