მომავალ კვირაში აქციები ქუთაისიდან დაიწყება - გიორგი ვაშაძე

20:30 12-01-2019
110

მომავალ კვირაში რეგიონში იწყება აქციები. დაიწყება ქუთაისიდან პარასკევს და სავარაუდოდ, 2 საათზე გვექნება დიდი მსვლელობა-აქცია ქუთაისში - ამის შესახებ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მომავალ კვირაში რეგიონში იწყება აქციები. დაიწყება ქუთაისიდან პარასკევს და სავარაუდოდ, 2 საათზე გვექნება დიდი მსვლელობა-აქცია ქუთაისში. იქნება პიკეტირება. ეს უნდა იყოს, სავარაუდოდ, სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს - ეს ალტერნატივებია. ხვალ უკვე იგზავნება დოკუმენტი ეუთო-ში, ოდირში და შესაბამისად, მათი პასუხი რაც იქნება, ამასთან არის დაკავშირებული დიდი აქციის თარიღი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, უნდა ვიცოდეთ, ბეჭედი უნდა დაესვას იმას, რომ კანონი კონსტიტუციასთან არის შესაბამისი,- განაცხადა ვაშაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა  უკვე დასრულდა.