რუსთაველის თეატრის მსახიობი ზაირა (ზაზა) ლებანიძე გარდაიცვალა

19:59 12-01-2019
344

რუსთაველის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი ზაირა (ზაზა) ლებანიძე. მას 84 წელი გუშინ, 30 ნოემბერს შეუსრულდა.

ზაზა ლებანიძე სხვადასხვა წლებში რუსთავის, სოხუმის, მარჯანიშვილის თეატრების მსახიობი იყო. ბოლო 44 წლის განმავლობაში კი რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. ზაზა ლებანიძემ ერთ-ერთი უკანასკნელი როლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის გახმაურებულ სპექტაკლში „მოხუცი ჯამბაზები“ ითამაშა, სადაც მუსიკალურ ნომერს საოცრად ასრულებდა, აღფრთოვანებული მაყურებელი კი უწყვეტი ტაშით აჯილდოვებდა.