„ლეიბორისტულ“ პარტიაში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

19:24 12-01-2019
26

ამ წუთებში, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შესაძლებელია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც გაიმართოს.

„ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც შედგება და მესამეც - ფორმატში დისონანსი შემოიტანეს და ამით უნდოდათ ჩვენს მხარეს დაბნეულობა, ეს ვერ მოხდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.