თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა

19:20 12-01-2019
55

საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა. გუნდმა ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ მოიპოვა.

გუნდმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. თბილისელების მთავარი კონკურენტი ბათუმის „დინამო“, რომელიც მათ 2 ქულით უსწრებდა, სტუმრად „ლოკომოტივთან“ დამარცხდა.