„ედისონ რისერჩის” კვლევით, „რესპუბლიკურ პარტიას“ 0%-იანი რეიტინგი აქვს

18:28 12-01-2019
1276

„ედისონ რისერჩის” კვლევამ ყველაზე რეიტინგულ პარტიებთან ერთად გამოკვეთა ისეთი პარტიებიც, რომელთაც საზოგადოების 0%-იანი მხარდაჭერა აქვთ. კვლევის მიხედვით, ყველაზე ურეიტინგო პარტიება შორის მოხვდა “რესპუბლიკური პარტია”.

„რესპუბლიკელებს“, „ახალ მენარჯვენეებთან“ ერთად 0% აქვთ, შესაბამისად კითხვაზე - ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, „რესპუბლიკურ პარტიას“ ნულოვანი მხარდაჭერა აქვს. აქვე, შეგახსენებთ, როგორ ნაწილდება პარტიული მხარდაჭერის რეიტინგები „ედისონ რისერჩის” კვლევით.

ქართული ოცნება - 26%

ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია - 18%

ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები - 6%

ლეიბორისტული პარტია - 4%

პატრიოტთა ასლიანსი - 3%

სამოქალაქო მოძრაობა-(ალეკო ელისაშვილი) - 2%

ახალი საქართველოსთვის - 2%

გირჩი - 2%

ლელო - 2%

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო - 1%

შენების მოძრაობა - 1%

თავისუფალი საქართველო - 1%

სამართლიანობისთვის  - 1%

გამარჯვებული საქართველო - 1%

ახალი მემარჯვენეები - 0%

რესპუბლიკური პარტია - 0%

უარი პასუხზე - 30%