მერჩივნა მებაღე ვყოფილიყავი, ვიდრე პოლიტიკოსი - ბიძინა ივანიშვილი

13:40 12-01-2019
881

„დღეს რომ არჩევნები „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პოლიტიკურ ძალას შორის ყოფილიყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, მე პოლიტიკას მაშინვე დავტოვებდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკასა თუ პარლამენტში. მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-თან ინტერვიუში აცხადებს.

მანვე თქვა, რომ ქეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო.

„მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან“, -აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.