კეთილმა ადამინმა ამ დილით ახალი ლურჯა მომიყვანა - მამა სებასტიანე

13:20 12-01-2019
427

მამა სებასტიანეს, რომელსაც მგლებმა ვირი შეუჭამეს ამ დილით ახალი სახედარი მიუყვანეს.

„კეთილმა ადამიანმა ვანო ნაცვალაძემ ამ დილით მომიყვანა ახალი ლურჯა,
უღრმესი მადლობა მას, ასეთი სიხარულისათვის.
ასევე მადლობა ყველას გვერდში დგომისა და ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის.

ჩემმა შეფარებულმა პატრონებისგან გამოყრილმა, ინვალიდმა, და მოხუცმა ცუგებმა რომ შეძლონ არსებობა, გვესაჭიროება კეთილი ხალხის დახმარება, თითო ლარიც კი ბევრს ნიშნავს ჩვენთვის“, - წერს მამა სებასტიანე ნეფარიძე.