ერთ-ერთ ხეობაში, სადაც 3 ოჯახი ცხოვრობს, 20 წლის ქალმა თავი მოიკლა

12:36 12-01-2019
2657

ხევსურეთში, ლიქოკის ხეობაში დაახლოებით 20 წლის ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ხეობაში სულ 3 ოჯახი ცხოვრობს. გარდაცვლილი საცხოვრებელი სახლში მშობლებმა ნახეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რა გახდა ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.