საზარელი ავარია თბილისში - აალებულ მანქანაში კაცი დაიწვა

11:38 12-01-2019
15728

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, ორთაჭალაში მოხდა. ინფორმაციით „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილის მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტროსადენის ბოძს შეეჯახა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს შეჯახებისას ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მამაკაცმა ვერ მოახერხა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან თავის დაღწევა. ის მანქანაში დაიწვა. ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, გულისხმობს.