ორი წელი გავიდა მამი იმ ავბედითი დღიდან - ზაზა სარალიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

10:43 12-01-2019
3128

ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ორი წელი გავიდა მამი იმ ავბედითი დღიდან, რაც უკანასკნელად გნახე შენს ლოგინში და უკანასკნელად გაგიშვი სკოლაში, რომელი სკოლაც უსაზღვროდ გიყვარდა.
რა გითხრა მამი არ ვიცი........
ვფიქრობდი,რომ კაცად გზრდიდით, მაგრამ კაცებზე მაღლა მდგარხარ!!!!!
ერთი დღე ებრძოლე შენს თავს მამი, წასულიყავი იმ ძმასთან ერთად, რომელმაც უანგაროდ დალია სული ძმებისთვის, თუ? დარჩენილიყავი იქ სადაც თურმე ძმები, რომლებიც ძმები გეგონათ ორივეს, სამწუხაროდ ყველა არ აღმოჩნდა ისეთი......
მალადეც მამი!!!!
სწორი არჩევანი გააკეთე!!!!

ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე.
2017 წლის 1დეკემბერს დაახლოვებით 14 საათზე სადისტურად იქნა მოკლული მათივე თანატოლების მიერ!!!!

ლევან!!!
დათო!!!
მალადეც ბიჭებო!!!
თქვენ დაანახეთ ქვეყანას ღალატი და თქვენ აუხილეთ თვალი ყველა იმ ქართველს, ვისაც სიმართლე სწყურია!!!
თქვენ ახადეთ ფარდა სიცრუეს და ორპირობას!!!
თქვენ გაყავით ბოროტი და კეთილი!!!
თქვენი სისხლის ყივილი მუდამ თან გაყვება ყველას, ვინც თქვენს წინაშე იტყუება!!!ისინი უფლის წინაშე იტყუებიან!!!
თქვენ როგორც გეკადრებათ, ზუსტად ისე დასრულდება ყველაფერი!!!
თქვენ სულს ვენაცვალე ბიჭებო!!!...“, - წერს ზაზა სარალიძე.