ლეონარდო დიკაპრიო ამაზონის ტყეებში ხანძრებთან კავშირს უარყოფს

09:27 12-01-2019
18

მსახიობი ამბობს, რომ არ დაუფინანსებია ორგანიზაციები, რომელთა დაქირავებულმა მეხანძრეებმაც ამაზონის ტროპიკულ ტყეში ცეცხლი განზრახ გააჩინეს. დიკაპრიომ ამის შესახებ „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა.

„როდესაც ამაზონი კრიზისშია, მე გამოვხატავ მხარდაჭერას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას. ფსონზე დევს ამ განუმეორებელი ეკოსისტემების მომავალი ბედი. ამაყი ვარ, რომ ვეხმარები იმ ჯგუფებს, რომლებიც მათ იცავენ. ის ორგანიზაციები, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტმა ახსენა, არ დაგვიფინანსებია“, – წერს დიკაპრიო.

მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰოლივუდელი მსახიობი აფინანსებდა იმ ორგანიზაციებს, რომელთა ზოგიერთმა მოხალისე მეხანძრემ სარგებელი რომ მიეღო, ცეცხლი ტყეში განზრახ გააჩინა.