აშკარად გამოგდებული და ნაცემი, უნუგეშოდ იწვა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული - თამარ ჩხეიძე

00:44 12-01-2019
2106

„ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე მიტოვებული ძაღლის მძიმე მდგომარეობაზე წერს.

„დღეს სოფელ დიღმის ცენტრში ვნახე დიდი ქართული ნაგაზი, აშკარად გამოგდებული და ნაცემი, უნუგეშოდ იწვა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. არ ვიცი რა ვუშველო. მე რა შემადგენლობაც მყავს ძაღლების და კატების, იმასაც ვერ ავუდივარ, ამის ასე დატოვება კი არ შეიძლება. ვინმეს რამე იდეა ან წინადადება ხომ არ აქვს,რა ვქნათ?“, - წერს თამარ ჩხეიძე.