შვეიცარიის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად მხოლოდ პირადობის მოწმობა დასჭირდებათ

00:05 12-01-2019
1860

შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეები საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შემოვლენ. ეს ცვლილება მთავრობის№255 დადგენილებაში შევიდა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აწერს.

„შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი“, - წერია დადგენილებაში. 

28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება უკვე ძალაშია.

წყარო: 1tv.ge