ძარცვის დროს მამაკაცი ბუჩქებში ჩავარდა და სამჯერ წაიქცა - ვიდეო (აშშ)

23:46 11-30-2019
513

ამერიკაში, ლუიზიანას შტატში, ქალაქ შრივპორტში მამაკაცი ბანკის ძარცვისას ბუჩქებში ჩავარდა და სამჯერ წაიქცა. შემთხვევის ამსახველი კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

კადრებში ჩანს, რომ მძარცველი ნიღბიანი და შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შევიდა და ფული აიღო, თუმცა ბანკიდან გამოსვლისას ის ბუჩქებში ჩავარდა და რამდენჯერმე წაიქცა. 

დამნაშავე გაქცევა მოახერხა, მას სამართალდამცველები ეძებენ.